ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი „მზისკარი“ დაიწყო.

„მზისკარი“მთელი ქვეყნის მასშტაბით საოჯახო მასპინძლების ქსელია. პრეზენტაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ბენეფიციარები.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ პროექტის პირველ მონაწილეებს კვების ობიექტებისთვის საჭირო მანიშნებლები გადასცა. ამ ეტაპზე „მზისკარის“ ქსელში 8 ობიექტია გაერთიანებული.

„პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმართ-მასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.

„მზისკარის“ ქსელის მასპინძლობისთვის მსურველებმა სპეციალური კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ: ოჯახის მიერ მართული სამასპინძლო ობიექტი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ავთენტური გარემო; ფლობდეს საკუთარ მეურნეობას; დაცული აქვს უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის წესები და სხვა.

„მზისკარის“ ქსელში გაერთიანებულ მასპინძელ ოჯახებს, ტურიზმის ადმინისტრაცია მთელ რიგ ხელშემწყობ აქტივობებს სთავაზობს:

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინდივიდუალური ტრენინგები და კონსულტაციები:

სურსათის უვნებლობა;

ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი;

კერძების შექმნა/გამრავალფეროვნება, მენიუს შემუშავება და კონკურენტუნარიანი შეთავაზების ფორმირება.

მხარდაჭერა მარკეტინგში:

პროექტის ვებ გვერდსა (www.mziskari.ge) და სოციალურ ქსელებში - ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე განთავსება - პერსონალური პროფილებით (ობიექტის აღწერილობა/ფოტო კოლაჟი/ ვიდეო წარდგენა)

საერთაშორისო და შიდა ბაზარზე პოპულარიზაცია

სასაჩუქრე პაკეტის შექმნა (მენიუს დიზაინი, ინვენტარი)

მისაწვდომობის გაუმჯობესება ბრენდირებული მაიდენტიფიცირებელი ნიშნის დამზადება/მონტაჟი ფინანსებზე წვდომა „აწარმოე საქართველოში“ - „მიკრო მეწარმეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამა

სპეციალურად „მზისკარის“ წევრისთვის: სესხის დარიცხული საპროცენტო განაკვეთის სრულად სუბსიდირება. ხოლო სრულად ათვისებული სესხის შემთხვევაში 25% „ქეშბექი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა