გივი მიქანაძე ჯოზეფ ბორელის განცხადებაზე - მსგავსი განცხადებები, შეიძლება განვიხილოთ წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირ და უხეშ ჩარევად - რადიკალურ ოპოზიციას სწორედ მსგავსი განცხადებები ასულდგმულებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი განცხადებები, შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირ და უხეშ ჩარევად - რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს სწორედ მსგავსი განცხადებები ასულდგმულებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება, დასავლეთთან ურთიერთობები ძალიან სწრაფად გადაიტვირთება და მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ დინამიკაში წარიმართება.

„სამწუხაროა. არჩევნებამდე 10 დღეც არ დარჩა და მსგავსი განცხადებები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო გარემოზე ზემოქმედებისა და წინასაარჩევნო პროცესებში პირდაპირი და უხეში ჩარევა. რეალურად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ასულდგმულებს სწორედ მსგავსი განცხადებები. ზუსტად ამაზე მივუთითებთ, როდესაც ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით კი არ აწარმოებენ კომუნიკაციას წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენის ფარგლებში, არამედ მათი ძირითადი კამპანია წარმოებს უცხოეთში, სადაც ისინი დეზინფორმაციას ეწევიან და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ახდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯოზეფ ბორელის მხრიდან კეთდება მსგავსი განცხადება, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნებში მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველა პროცესი წარიმართება დემოკრატიულად და რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ამომრჩეველი იღებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება, ეს ურთიერთობები ძალიან სწრაფად გადაიტვირთება და წავა მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ დინამიკაში“, - განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, განაცხადა, რომ "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და არჩევნებზე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურს სვლა ევროპისკენ თუ მისგან დაშორება“.

„ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, - განაცხადა ბორელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში