გიორგი პერტაია - ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო პალატების ფედერაციის ბიზნესის გაციფრულების სამუშაო ჯგუფებთან, რათა დავეხმაროთ ბიზნესს ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) მიწვევით, სტამბოლში მიმდინარე სამუშაო შეხვედრებს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პალატის პრეზიდენტმა როგორც ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა, ევროპალატის აფილირებული კორესპონდენტი წევრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ბიზნესისთვის ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რათა დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ციფრული ტექნოლოგიების დანერგვაში.

‘’ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია, რომელსაც აქვს ბიზნესისთვის უზარმაზარი პოტენციალი, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის. მას შეუძლია ოპერაციების გამარტივება, მომხმარებელთა ჩართულობის გაუმჯობესება და ახალი ბაზრების გახსნა. როგორც მსოფლიო პალატების ფედერაციის ბიზნესის გაციფრულების სამუშაო ჯგუფის წევრი, ჩვენ ვთანამშრომლობთ სტრატეგიების შემუშავებაზე, რათა დავეხმაროთ ბიზნესს ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართულ ბიზნესს დიდი ინტერესი აქვს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. საქართველოს სავაჭრო პალატა მზადაა, ევროპალატებთან ერთად იმუშაოს ინიციატივებზე და მიაღწიოს წინსვლას ბიზნესისთვის ახალი ციფრული სერვისების მიწოდებაში,"-განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე, რომელსაც თურქეთის სავაჭრო პალატებისა და ბირჟების გაერთიანების (TOBB) ხელმძღვანელი და ამავდროულად, ევროპალატის ვიცე-პრეზიდენტი რიფათ ჰისარჯიქლიოღლუ უძღვებოდა, მონაწილეებმა ევროპალატის საქმიანობებთან დაკავშირებული საკითხებიც მიმოიხილეს.

„ვიზიტის ფარგლებში, გიორგი პერტაია, მსოფლიო პალატების ფედერაციის წევრი სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებთან ერთად, მსოფლიო პალატების ფედერაციის ევროპისა და აზიის სამიტს დაესწრო.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, ომერ ბოლატმა გახსნა.

სამიტის ფარგლებში გაიმართა პლენარული დისკუსიები გლობალური თანამშრომლობის გაძლიერების, საჯარო-კერძო სექტორის დიალოგის, გლობალური ეკონომიკის განვითარების საქმეში პალატების როლის მნიშვნელობაზე და სხვა.

გარდა ამისა, მონაწილეებმა განიხილეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), ასევე მსოფლიო პალატების ფედერაციის მიერ განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია