კახა კალაძე - ამ ოპოზიციას, გინდ შეერთებულს, გინდ დაშლილს, გინდ სალომესთან ერთად, გინდ მის გარეშე, გინდ „შალიკოს ფანჩატურით“,  გინდ მის გარეშე, აქვს ნულის ტოლფასი შანსი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ოპონენტებს გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

მისივე მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის ოპოზიციასთან თანამშრომლობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

„ამ ოპოზიციას, გინდ შეერთებულს, გინდ დაშლილს, გინდ სალომესთან ერთად, გინდ მის გარეშე, გინდ შალიკოს ფანჩატურით, გინდ მის გარეშე, აქვს ნულის ტოლფასი შანსი. არანაირი შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ეს არის რეალობა. თქვენ თუ გინდათ ამ რეალობის დამახინჯება, საზოგადოებისთვის სხვანაირად მიწოდება, ეს თქვენი საქმეა, შეგიძლიათ გააგრძელოთ, მაგრამ დღევანდელ რეალობაში „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვოს საკონსტიტუციო უმრავლესობით.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ აკეთებს შტაბს. მე ამას მივესალმები, რადგან ის ადამიანები ჩვენთან ერთად იზეიმებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას ხელისუფლებაში. დღევანდელ მოცემულობაში შეუძლებელია, რადიკალიზმმა, ბოროტებამ რაიმე წარმატებას მიაღწიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება