კახა კალაძე - ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია

ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია - შეუძლებელია ისეთი რაღაც დააბრალო და მოიგონო, რაც არ არსებობს , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, რითაც ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დემოკრატიის თვალსაზრისით შედარების გაკეთება ძალიან მარტივია - რა ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე და რა ხდება დღეს.

„მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვინც ისეთ დისკრედიტაციას უწევს ევროპას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას, როგორც ის განცხადებები, რასაც ვისმენთ. ადამიანები, ვინც ცხოვრობენ საქართველოში, ისინი ხომ საკუთარ თავზე გრძნობენ. ქვეყანაში არის დემოკრატია, თავისუფლება, თუ ისევ და ისევ წარსულში ვართ ჩარჩენილები, როგორც 2012 წლამდე. ხალხს ქუჩაში ვკლავთ, თუ ვაუპატიურებთ ციხეებში, თუ ბიზნესმენებს ვარეკეტებთ და ქონებებს ვაფორმებინებთ? ეს ხომ არ არსებობს? ხომ წარმოუდგენელია? - ხომ შეუძლებელია ისაუბრო ისეთ რაღაცაზე, რომელიც ქვეყანაში არ არის, ანუ ისეთ ცუდ რაღაცებზე, რომელიც ქვეყანაში არ არსებობს, მდგომარეობა გვაქვს პირიქით - ყველანაირი თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯები, მიღწევები გვაქვს.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია. ამ ქვეყანაში ხალხი ხომ ცხოვრობს, ყოველდღიურობაში ხო ადამიანი გრძნობს, რომ ის თავისუფალია, თუ არ არის - თავისუფალი, ბიზნეს ართმევს ვინმე? - არ ართმევს. ხომ შეუძლებელია ისეთი რაღაც დააბრალო და მოიგონო, რაც არ არსებობს.

2012 წლამდე ადამიანებს კლავდნენ, აუბედურებდნენ, ციხეებიდან გამოჰყავდათ და „გადასკოჩილ“ მანქანებზე აუპატიურებდნენ, დაგვავიწყდა რაც ხდებოდა ქვეყანაში? სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ფეხქვეშ იყო გათელილი, ტელევიზიებში ვარდებოდნენ და ერთი კაცი ყველა ტელევიზიას იჯიბავდა, განსხვავებული აზრის წარმოთქმა და მიწოდება საზოგადოებისთვის დახშული იყო. ამ რეალობიდან მოვდივართ და შედარება ხომ მარტივი გასაკეთებელია? მაშინ რა ხდებოდა და დღეს ქვეყანაში რა მდგომარეობა გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა“.

„შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა