ალეკო ელისაშვილი - ბიძინა ივანიშვილის ქოსატყუილობიდან, რომ წყალტუბოს მასშტაბურ რეაბილიტაციას დაიწყებდა, ხუთი წელი გავიდა და არაფერია გაკეთებული

წყალტუბოს მასშტაბური რეაბილიტაციის პირობა ,,ქართულმა ოცნებამ" ისევე არ შეასრულა, როგორც სხვა უამრავი წინასაარჩევნო დაპირება. ამის შესახებ განცხადება ,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა წყალტუბოში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, კოალიცია ,,ძლიერ საქართველოს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, რომლის შესრულებაც ქვეყნის განვითარებასა და გამდიდრებას უზრუნველყოფს.

,,წყალტუბოდან მინდა გაგახსენოთ ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური ტყუილი და გადაგდება, ბიძინა ივანიშვილის ქოსატყუილობა, ეს არის წყალტუბო, სადაც ყოველი არჩევნების წინ ,,ქართული ოცნება" და პირადად ბიძინა ივანიშვილი მართავდნენ ხოლმე პრეზენტაციას და პირობას დებდნენ, რომ იწყებოდა წყალტუბოს, ამ ჩვენი ყველაზე დიდი და საამაყო, ლეგენდარული კურორტის რეაბილიტაცია. ბოლოს 2019 წელს გააკეთეს დიდი პრეზენტაცია, ჩამოთვლილი იყო ძველი სანატორიუმები, სასტუმროები, აბანოები და ითქვა, რომ მასშტაბურ რეაბილიტაციას იწყებდნენ, ამაში ივანიშვილი ჩადებდა პირად ფულს, 700 მილიონ დოლარს, მოკლედ ბაქი-ბუქი და მტვრის კორიანტელი დააყენა.

სიაში რომ იყო იმ 22-დან ერთ-ერთი სანატორიუმი მოვინახულე, ,,მედეა" ჰქვია, ერთ დროს იყო ლეგენდარული, საინტერესო, ხალხმრავალი, მაგრამ დღეს არის გაპარტახებული და მიტოვებული. ახლა 2024 წელია, ბიძინა ივანიშვილის იმ ქოსატყუილობიდან, რომ წყალტუბოს მასშტაბურ რეაბილიტაციას დაიწყებდა, გავიდა ხუთი წელი და აქ არაფერია გაკეთებული. ყველას კიდევ ერთხელ გახსენებთ, რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, თაღლითებთან და ქოსატყუილებთან, ეს ხალხი კიდევ 9 დღე იქნება ხელისუფლებაში და იმისთვის, რომ წყალტუბოს რეაბილიტაცია, მთელი ქვეყნის განვითარება და გამდიდრება დავიწყოთ, რასაც ჩვენი კოალიცია ,,ძლიერი საქართველო" გპირდებით, ჩვენი მისხალ-მისხალ დაწერილი გეგმის მიხედვით, „ილიას გზით“, ამისთვის ერთი მთავარი რამ არის საჭირო, რომ 26 ოქტომბერს მივიდეთ, ,,ქართული ოცნება" გადავირჩიოთ და ხმა მივცეთ 9 ნომერს, ,,ძლიერ საქართველოს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება