მამუკა ხაზარაძე - მე ვიყავი "ქართული ოცნების" ამომრჩეველი - მოგიწოდებთ ხელისუფლების მხარდამჭერებო, ცხრა დღე დარჩა სამშობლოს გადასარჩენად, გადადგით ეს ნაბიჯი

ჩვენ არ დავუშვებთ არასდროს, რომ ოკუპანტს ბოდიში მოვუხადოთ, ასეთი რაღაც ვერ მოხდება საქართველოში. ჩვენ ვიცით ღირსება, ჩვენ ვიცით შერიგებაც, ვიცით მიტევებაც, მაგრამ ამას სჭირდება ორივე მხარის სურვილი, - ამის შესახებ ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ქუთაისში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია.

„ჩვენ ევროპელი ხალხი ვართ, აქ რაც იქმნებოდა საუკუნეების წინ, ის არ იქმნებოდა ევროპაში და აშშ-ში. ქუთაისი უნიკალური ქალაქია ყველა თავისი განზომილებით, ნიჭით, კულტურით, ისტორიით და ჩვენი ადგილი ევროპაში უნდა იყოს.

რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? ბოლო წლების განმავლობაში სრულ იზოლაციაში მოაქცია ჩვენი მისწრაფება, რომელიც ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს უკავშირდება. სწორედ ეს იყო ილია ჭავჭავაძის ხედვა, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალ სივრცეში, დემოკრატიულ სივრცეში და ამის წინააღმდეგ წავიდა „ქართული ოცნება“. მათ უნდათ, რომ აკეთონ ფული, გაძარცვონ თქვენს მიერ შევსებული ბიუჯეტი, იყვნენ პუტინის და კრემლის მონა-მორჩილი. ეს არ მოხდება საქართველოში, იმიტომ, რომ ქართველი კაცის გადარჩენის ფორმულა არის ყოველთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ არ დავუშვებთ არასდროს, რომ ოკუპანტს ბოდიში მოვუხადოთ, ასეთი რაღაც ვერ მოხდება საქართველოში. ჩვენ ვიცით ღირსება, ჩვენ ვიცით შერიგებაც, ვიცით მიტევებაც, მაგრამ ამას სჭირდება ორივე მხარის სურვილი და არა ისე, როცა ოკუპანტს მოუხდი ბოდიშს და კიდევ რაღაც სისულელეებს დააყოლებ ზემოდან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, არჩევანი გააკეთონ „ძლიერ საქართველოზე“.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველოს“ ამომრჩევლის 24% „ქართული ოცნებიდანაა“ გადმოსული და თავადად სწორედ აღნიშნული პარტიის ამომრჩეველი იყო.

“ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს ისევე, როგორც მე დავტოვე, რომ დავინახე, რომ გააჩერეს საუკუნის პროექტი. მე მათი ამომრჩეველი ვიყავი, არ ვიყავი მათი პარტიის წევრი. მათ ქუთაისში არაფერი გააკეთეს. ყველას მოგიწოდებთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებო, ცხრა დღე დარჩა სამშობლოს გადასარჩენად, გადადგით ეს ნაბიჯი. აქვე გეტყვით, ჩვენი კვლევის მიხედვით, ჩვენი ამომრჩევლის 24% „ქართული ოცნებიდანაა“ გადმოსული. მეგობრებო შემოგვიერთდით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია