ანა კობახიძე - ჩემს საკუთრებაში ჩასაწერად წავიყვანე ჩემი მეგობარი, დღეს  საარჩევნო სიაში, ჩემს მისამართზე ეს პირი არ იძებნება - თუ ჩემს შემთხვევაში ამას ბედავენ, ალბათ, გასაგებია, რას უკეთებენ სხვებს

თუ ჩემს შემთხვევაში ამას ბედავენ, გასაგებია რას უკეთებენ სხვებსაც - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ანა კობახიძე საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

კობახიძის თქმით, პირი, რომელიც მან პირად დაარეგისტრირა საცხოვრებელ სახლში, საარჩევნო სიაში არ იძებნება.

“ამბავი დაიწყო 21 აგვისტოს, როცა ჩემს საკუთრებაში ჩასაწერად წავიყვანე ჩემი მეგობარი იუსტიციის სახლში, რომელსაც რეგისტრაციის მისამართის შეცვლა უნდოდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 30 დღე ჰქონდა პროცედურისთვის, რაც 20 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, ხოლო “საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას” განახლებულ სიაში უნდა მოეხვედრებინა ჩემი ოჯახის წევრი, თავისი იურიდიული მისამართის მიხედვით.

დღეს, როცა სიების საბოლოო კორექტირება დასრულდა და გასაჯაროვდა, საარჩევნო სიაში ჩემს მისამართზე ეს პირი არ იძებნება.

საბედნიეროდ ყველა სერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მაქვს პირადი კონტაქტი და ამ ამბავს ჩემი პირადი მაგალითით გავაგებინებ უკლებლივ ყველას. თუ ჩემს შემთხვევაში ამას ბედავენ, ალბათ გასაგებია რას უშვრებიან სხვებსაც“, - წერს ანა კობახიძე საკუთარ სოციალურ ქსელში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება