დავით ფაცაცია წყნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის რაიონის დელეგატ, ზუკა რურუასთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, წყნეთში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს დევნილთა საჭიროებებზე, სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის მიმართულებებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე, სახელმწიფოს ძირითად ღირებულებებზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ხაზი გაუსვა, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას, რომ ეს ის ისტორიული მომენტია, როცა „ქვეყანაში 12 - წლიანი უწყვეტი სტაბილურობაა, ომი, არეულობა არ ყოფილა და ეს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების სწორი სტრატეგიისა და გადაწყვეტილებების დამსახურებაა“.

„ჩვენ, აფხაზებს, 90-იან წლებში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღიდან ძალიან მძიმე ტვირთი გვერგო, დავკარგეთ სახლ-კარი, ოჯახის წევრები, ახლობლები, მეზობლები, თუმცა ამ გოლგოთის გზის მიუხედავად, მაინც ვინარჩუნებთ ღირსებას.

ის რაც დატრიალდა აფხაზეთში, არის ქართველების, აფხაზების, რუსების, ბერძნების, სომხების საერთო ტკივილი, რომლისგანაც არავის არ მოუგია. ეს ყველაფერი იყო დიდი სცენარის შემადგენელი ნაწილი.

საუბედუროდ, დღესაც ზუსტად იგივე პროცესებია, ე.წ. მეგობრები ცდილობენ ჩვენს წაქეზებას, თქვენ დაიწყეთ ომი ქვეყნის გაერთიანებისთვისო და ჩვენ დაგეხმარებითო, მაგრამ მათთვის მთავარი ის კი არ არის როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა, ისინი მხოლოდ თავის სასიკეთოდ ფიქრობენ - მეორე ფრონტის გახსნა უნდათ საქართველოში, რათა ამით საკუთარ ქვეყნებში მშვიდობა შეინარჩუნონ, ჩვენი ქვეყნის ბედი კი არ აინტერესებთ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომლის მთავარი მიზანი სახელმწიფო ინტერესებისა და მისი მოქალაქეების დაცვაა, არავის არ მივცემთ უფლებას პროვოკაციებზე წამოგვაგონ და ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის საქმეებში. ღმერთის რწმენით, ერთიანობითა და მშვიდობით შევქმნით საქართველოს ღირსეულ მომავალს და განვითარების პროცესებს არავის დავუთმობთ.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გავიმარჯვოთ, ისე რომ ვერცერთმა ჩვენმა მტერმა თუ მოყვარემ, ვერ დაგვაბრალოს რაღაც უკუღმართობა და არ მივცეთ შესაძლებლობა მოაწყონ ისეთი პროვოკაცია, რაც უკრაინაში გააკეთეს“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში