ევროპული საბჭო - საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს - მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერთიანების მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე. ამავე დროს, იგი იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების კურსის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული , - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი.

დოკუმენტში ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს".

ევროპული საბჭო "მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროსაბჭო გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს".

დოკუმენტის თანახმად, ევროპული საბჭო მოელის, რომ "მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის შეუფერხებელი წვდომით".

ამასთან, ევროპული საბჭო ხაზს უსვამს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის დაცვის საჭიროებას.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს უსვამს, ევროკავშირის მუდმივ ერთგულებას კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი