პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში - ფაზა II“ დასრულდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტში პროექტი - „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში - ფაზა II“-ის შეაჯამეს.

მათივე ცნობით, პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 2023-2024 წლებში, ჯამში, 563,540 ევრო დაიხარჯა.

„პროექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) და სლოვენიური კომპანიების კონსორციუმმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ მხარეები პროექტის მესამე ფაზის საპროექტო განაცხადზე გააგრძელებენ მუშაობას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2025 წლიდან განხორციელდება.

სლოვენიის დელეგაციის წარმომადგენლები პროექტის პირველი და მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში, სოფელ მოხეში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ხოლო სოფელ კეხოვანში 5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზა მოეწყო; ადგილობრივი მოსახლეობის, სლოვენიელი მოხალისეებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით, სოფელ ნაქურდევში, საზაფხულო ბანაკების ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდა შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით: ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემატიკის სასწავლო კურსები გაიარეს; სოფელ ჩორჩანას საქმიან ეზოში ტყეში უსაფრთხო მუშაობის, თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენების დემონსტრირება გაიმართა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია