ცესკო განმარტავს, რატომ ვერ მოხდა მისი წევრის, ანა კობახიძის საცხოვრებელი ბინის მისამართზე სხვა პირის ჩაწერა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რატომ ვერ მოხდა ცესკო-ს წევრის, ანა კობახიძის საცხოვრებელი ბინის მისამართზე სხვა პირის ჩაწერა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განმარტა, ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ ანა კობახიძის კუთვნილი ბინის მისამართი არასწორად იყო მითითებული და აღნიშნულმა პირმა ხარვეზი, მიმართვის მიუხედავად, არ გამოასწორა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი არჩევნებში მონაწილეობას ძველი რეგისტრაციის მისამართზე მაინც შეძლებს.

„სოციალურ ქსელში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის, ანა კობახიძის განცხადება გავრცელდა. ბუნებრივია ცენტრალური საარჩევნო კომისია აღნიშნულით დაინტერესდა და მივმართეთ სერისების განვითარების სააგენტოს. დადგინდა, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა მოქალაქემ. მას ახალ მისამართზე სურდა რეგისტრაცია. მითითებული იყო ანა კობახიძის ბინის მისამართი და ასევე, იყო მესაკუთრის თანხმობა. თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინფორმაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ ანა კობახიძის საკუთრებაში მდებარე ბინის მისამართი იყო არასწორად მითითებული. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პირს ორჯერ შესაბამის ტელეფონის ნომერზე სერვისების განვითარების სააგენტომ გაუგზავნა ტექსტური შეტყობინება, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულმა პირმა ხარვეზი არ გამოასწორა. ბუნებრივია, სერვისების განვითარების სააგენტოს ჩვენთვის აღნიშნული ინფორმაცია ახალ მისამართზე რეგისტრაციის თაობაზე, არ მოუწოდებია. შესაბამისად, აღნიშნული პირი სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ახალ მისამართზე არ დარეგისტრირდა. თუმცა ის არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, ძველი რეგისტრაციის მისამართზე შეუძლია მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცნობისთვის, ცესკო-ს წევრმა, ანა კობახიძემ განაცხადა, რომ მან მეგობარი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დაარეგისტრირა, თუმცა საარჩევნო სიაში შეცვლილი მისამართი არ იძებნება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის