პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილის რეჟიმი დასრულებულია, მთავარია ვირწმუნოთ, ძალიან ბევრი მოქალაქე მივიდეთ არჩევნებზე და მოვიხადოთ ჩვენი ვალი საქართველოს წინაშე

26 ოქტომბრის არჩევნები მართლაც ისტორიულია და მე დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს, - ამის შესახებ “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში გრავიტაციის მთავარი ცენტრია:

“26 ოქტომბრის არჩევნები მართლაც ისტორიულია. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში თავისუფალი ქართველი ხალხის ნება გაიმარჯვებს. ჩვენ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები უამრავ ადამიანს შევხვდით, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ქართველი ხალხის ნების გატეხა, თავისუფლების სურვილის დათრგუნვა შეუძლებელია. ივანიშვილის რეჟიმი დასრულებულია, მთავარია ვირწმუნოთ, ძალიან ბევრი მოქალაქე მივიდეთ არჩევნებზე და მოვიხადოთ ჩვენი ვალი საქართველოს წინაშე.

გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლის მთავარი გრავიტაციის ცენტრი. ამიტომ იმისთვის, რომ არ გაიფლანგოს ხმები, აუცილებელია გააფერადოთ ნომერი 5, რადგან თქვენი ხმა 100%-ით იქნება თქვენი და თქვენი ოჯახების ევროპული მომავლისა და კეთილდღეობისთვის მიცემული ხმა”,- განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს