„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციების უმრავლესობა “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული

გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირებული ორგანიზაციების უმრავლესობა “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული. ჩემი აზრით, საკვანძო მნიშვნელობის მატარებელია, რომ ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები რეესტრში რეგისტრირებული არ არის, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

ის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელიც წერს, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156 ორგანიზაციამ უკვე დაასრულა იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალების რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა. მისი თქმით, ეს რაოდენობა უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალების კანონს“ აპროტესტებენ.

“აქტიურად ვაკვირდებით ამ პროცესს. სამწუხაროდ, დარეგისტრირებული ორგანიზაციების უმრავლესობა “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკა გაატაროს. შესაბამისად, ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციები არ არის რეგისტრირებული. ჩემი აზრით, ეს არის საკვანძო მნიშვნელობის მატარებელი, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ISFED და ა.შ. დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს ვეტყოდი, რომ რვა დღეში, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ამ რეესტრში დარეგისტრირება აღარ მოუწევთ“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს