კახა კალაძე - დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია - მეორე მხარეს მყოფ პირებს პირდაპირ ომის გაჩაღება უნდათ, მეორე ფრონტი უნდათ

დღეს გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია, მარტივია შეფასება და ანალიზის გაკეთება, ვინ არის ერთ მხარეს, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ საქართველოსთვის და ქართველებისთვის და ვინ არის მეორე მხარეს. პირდაპირ ომის გაჩაღება უნდათ, მეორე ფრონტი უნდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, „ფიქრობს თუ არა, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების წარსულის შეფასებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“.

კახა კალაძემ კონკრეტული პოლიტიკოსები ჩამოთვალა, რომლებიც მისვე თქმით, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს,

„ჩვენ ხომ გვახსოვს, ვინ არიან ეს ადამიანები, ხომ გვახსოვს მათი წარსული, ხელისუფლებაში ხომ იყვნენ, ხომ ვიცით, რით იყვნენ დაკავებულები. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსება ფეხქვეშ იყო გათელილი, ბიზნესმენები დატერორებულები - ჯერ დაიჭერდნენ, შემდეგ ღამით ციხეებში ნოტარიუსები შეჰყავდათ და ბიზნესის გადაფორმებები მიდიოდა, ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ, ციხეებიდან პატიმრები გამოჰყავდათ და დაწერილ ჩვენებას აჭმევდნენ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები? - ხომ ისევ ესენი არიან, ვინც დღეს რადიკალური ოპოზიციის სახით მოგვევლინებიან?! დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვეს, მაგრამ მათი წარსული არ დავიწყებია საზოგადოებას და კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, იმიტომ, რომ ბევრმა ახალგაზრდამ შეიძლება არ იცოდეს, ვინ არიან ეს ადამიანები - ვინ არის გვარამია, მელია, სააკაშვილი, ხაზარაძე და ასე შემდეგ. ეს აუცილებლად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას“. - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, კახა კალაძემ ისაუბრა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციაზე და აღნიშნა, რომ „ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“.

„შენ თუ კეთილსინდისიერი ადამიანი, კეთილსინდისიერი ორგანიზაცია ხარ, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდე გამჭვირვალობას, აქ რაზეა საუბარი?! შენ, თანხებს რომ იღებ უცხოეთიდან, არ ვიცი, გაფინანსებს ვიღაც უცხოური მთავრობა ან რაღაც ორგანიზაცია, ხომ უნდა დაარეგისტრირო, ხალს უთხრა, დეკლარირება გაუკეთო, რა თანხები მიიღე, ვისგან მიიღე და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავ. რა თქმა უნდა, ეს მავანს არ მოსწონს იმიტომ, რომ პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციას, პირდაპირ შუღლის გაღვივებას და დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას, ექსტრემიზმის დაფინანსებას და ეს შავად ხდებოდა იმ მსუყე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რომლებიც პირდაპირ შეინიშნებიან რევოლუციური პროექტების განხორციელებაში და და საზოგადოების დაპირისპირებაში. ეს არის რეალობა“-განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში