ვახტანგ ცინცაძე - მსოფლიო ბანკის კვლევით, 2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მიმოხილვის თანახმად, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,5 პროცენტს შეადგენს, რაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაღალია.

„2024 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსავლები 2,5-ჯერ მეტად იზრდება ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ აღნიშნული პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2024 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოში საშუალო ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტს შეადგენს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ როგორც წლის ბოლომდე, ისე მომავალ წლებშიც შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რათა შევამციროთ სხვაობა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის. აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. მათ შორის, ხორციელდება არაერთი სტრუქტურული რეფორმა. ასევე იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინფრასტრუქტურის და ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით. უპრეცედენტოდ მიმზიდველია საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, რასაც ხელს უწყობს ეფექტიანი მარეგულირებელი გარემო და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები, რომელიც მიმართულია როგორც კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისკენ. ასევე გამოვყოფდი პოლიტიკას, რომელიც მთავრობას აქვს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში