კახა კალაძე - ბატონები არ გვჭირდება, ბატონ-ყმობაში საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ვიყავით და არ გვჭირდება ისეთი კავშირები, სადაც იგივე დამოკიდებულება იქნება

ჩვენ გვინდა მშვიდობა, განვითარება, წინსვლა. გვინდა მეგობრობა, ბატონები არ გვჭირდება, ბატონ-ყმობაში საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ვიყავით და არ გვჭირდება ისეთი კავშირები, სადაც იგივე დამოკიდებულება იქნება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ევროპული საბჭოს განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ გზას.

კალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მშვიდობა უნდა და „მტერს არ უსურვებს იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება“.

„მერწმუნეთ, ყველაფერი დალაგდება. ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია - ჩვენ არ გვინდა ქვეყანაში ომი, არ გვინდა „მეორე ფრონტის“ გახსნა, არ გვინდა ქვეყანა სანქციებს მიუერთდეს იმიტომ, რომ ეს პირდაპირ აისახება თქვენზე, ჩემზე, ჩვენს თანამოქალაქეებზე, იმ გლეხზე, ვინც შრომობს. მცირე და საშუალო ბიზნესზე, ვინც კაფეებში, რესტორნებში მუშაობს, ყველაზე აისახება. თავზე დაგვემხობა ეკონომიკა და შეიძლება სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ. არ გვინდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველანაირი თვალსაზრისთ დამაზიანებელი იქნება. არ გვინდა იგივე ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც უკრაინაში ხდება. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, განვითარება, წინსვლა. გვინდა მეგობრობა, ბატონები არ გვჭირდება, ბატონყმობაში საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ვიყავით და არ გვჭირდება ისეთი კავშირები, სადაც იგივე დამოკიდებულება იქნება. ევროკავშირი რატომ არის საინტერესო? იმიტომ, რომ არის სხვადასხვა სახელმწიფო, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვს. ამ ყველაფრით არის საინტერესო ევროპა, რომ მრავალფეროვნებაა და არა რაღაც ერთნაირად დაშტამპული სახელმწიფოები“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს. საბჭო მოელის, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია