კახა კალაძე პრეზიდენტზე - არ ვიცი, რა ვთქვა ამ ადამიანზე, რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი წარმომადგენელია - არანაირი ზღვარი არ არსებობს, ყველაფერს გადააბიჯა

არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ ადამიანზე. იმ რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი წარმომადგენელია, -ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკური მთავრობის დასახლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, 26 ოქტომბერს ყველაფერს პასუხს ქვეყნის მოსახლეობა გასცემს.

„არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ ადამიანზე. იმ რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი წარმომადგენელია. ის განცხადებები, ქმედებებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და უკვე არანაირი ზღვარი არ არსებობს, ყველაფერს გადააბიჯა. მათ, ყველას თავიანთ პატრონებთან ერთად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გასცემს შესაბამის პასუხს“. განაცხადა კალაძემ

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში.

„საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება