პაველ ჰერჩინსკი - გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა! - არჩევნები დემოკრატიის დღესასწაულია, თქვენ გაქვთ ძალაუფლება, გადაწყვიტოთ საქართველოს მომავალი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის

არჩევნები დემოკრატიის დღესასწაულია, ხალხს ექნება უფლება და მოქალაქეობრივი მოვალეობა, წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩს დაუსვეს შეკითხვა გუშინ, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნის ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო მოელის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის შეუფერხებელი წვდომით.

„ჩვენი მხრიდან, საქართველოს შემთხვევაში, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის შემთხვევაში, დაჟინებით ვითხოვთ, რომ ყველა არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლოს, წარმოადგინოს პროგრამა, შეეძლოს სხვებთან კონკურენცია. არჩევნები უნდა იყოს კონკურენტული, გამჭვირვალე, ინკლუზიური. თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ მათ საკუთარი ქვეყნისთვის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ხალხი მივა არჩევნებზე და ხმას მისცემს, აქტივობა იქნება ისტორიულად მაღალი, რადგანაც ეს არჩევნები საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა! ეს არის თქვენი უფლება და მოვალეობა, ეს არის თქვენი არჩევანი. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, გადაწყვიტოთ საქართველოს მომავალი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევნებამდე 10 დღეზე ნაკლები დრო დარჩა და ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში