კირილ ბუდანოვი - 11 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 1-ელი ნოემბრიდან მზად იქნება

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ამჟამად წვრთნას გადის აღმოსავლეთ რუსეთში და უკვე 1-ელი ნოემბრისთვის ისინი მზად იქნებიან მონაწილეობა მიიღონ უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს ჯარები რუსული ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გამოყენებით საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად 1-ელი ნოემბრისთვის უნდა იყვნენ.

მისივე ინფორმაციით, 2600 ჯარისკაცისგან შემდგარი პირველი ქვედანაყოფი კურსკის ოლქში გაიგზავნება და ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის დანარჩენი ჯარების გადაადგილების შემდგომი გეგმების შესახებ.

„ამჟამად სრული სურათი არ გვაქვს“, - დასძინა ბუდანოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია