ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს და ემანუელ მაკრონის განცხადებებზე - ეს განცხადებები დროებითია და მისი მიზანია გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე - განცხადებები შეიცვლება და ურთიერთობებიც გადაიტვირთება

ეს განცხადებები არის დროებითი, ამ განცხადებებს მიზანი აქვს, რომ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. აქაც ნულოვანია რესურსია - როგორც კი დასრულდება არჩევნები და უკრაინაში ომი, ეს განცხადებები შეიცვლება და გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას საქართველოს მთავრობის კურსის შესახებ ერთი მხრივ ევროპული საბჭოს, მეორე მხრივ კი, ემანუელ მაკრონის კრიტიკულ განცხადებებზე.

მან ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე და აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს.

„რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, რაც ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნითაც დადასტურდა. პასუხისმგებელი ვართ იგივე სულისკვეთებით სარჩევნო პროცესების მართვაზე. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. იმედი გვაქვს, რაღაც დოზით მაინც, ოპოზიციაც იგივე სულისკვეთებით იმოქმედებს. არ იქნება პროვოკაციები, არ იქნება ისეთი პროცესები, როგორიცაა მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალების განადგურება, ბილბორდების განადგურება; “არა ომს” წარწერების წაშლა. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს როგორც ეს იყო დღემდე, ასე უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე”,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ „ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს გაერთიანების მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს მის ევროპულ გზაზე“. ამავე დროს, იგი იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების კურსის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.

დოკუმენტში ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს“.

ევროპული საბჭო „მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ევროსაბჭო გააგრძელებს სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს".

დოკუმენტის თანახმად, ევროპული საბჭო მოელის, რომ "მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის შეუფერხებელი წვდომით".

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი, ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. მისი თქმით, საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის