იაგო ხვიჩია - 26 ოქტომბერს ფრთხილი არჩევანი უნდა გავაკეთოთ - თუ ერთ დღეს გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ უვიზოდ ქვეყნიდან არ გვიშვებენ და ვიზას მოსკოვი გვიხსნის, მაშინ წუწუნი გვიან იქნება

ჩვენ 26 ოქტომბერს ბევრად უფრო ფრთხილი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს - დღეს შეიძლება ადამიანებს ყველაფერზე ეცინებათ „ქოც-ნაცური“ ჩხუბის შემხედვარე, მაგრამ თუ ერთ დღეს გავიღვიძებთ და ვნახავთ, რომ უვიზოდ ქვეყნიდან არ გვიშვებენ და ვიზას მოსკოვი გვიხსნის, მაშინ წუწუნი გვიან იქნება, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი სამყარო საქართველოს პერსპექტივას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში უყურებს, მათ შორის, გაგრძელდება თუ არა დასავლეთთან ურთიერთობა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ საქართველოს სახელით ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან.

„მე მგონი, „ქართული ოცნების“ ბოლო ნაბიჯების საპასუხოდ, ძალიან ბუნებრივია, რომ ჩვენს პარტნიორებს თავში აზრად ჰქონდეთ ის, რომ აქ თუ არჩევნები წესიერად არ ჩატარდა, არ ცნონ ეს არჩევნები, ამას დაუკავშირონ იგივე სავიზო შეზღუდვების საკითხი და ა.შ. ისედაც, მე მგონი, ყველას ესმის, რომ ჩვენ გვაქვს ამ არჩევნებზე შანსი იმისა, რომ შარი თავიდან ავირიდოთ, მაგრამ არსებობს იმის შანსიც, რომ ბევრ შარში გავეხვიეთ, თუ იმავეს გავაგრძელებთ რაც ახლა ხდება ქვეყანაში, ვგულისხმობ, ერთპიროვნულ მმართველობას. ამ არჩევნებს აქვს კავშირი ყველაფერთან, მათ შორის, ჩვენს დასავლურ მომავალთან. ჩვენ ძალიან გასაგებად გვეუბნებიან, რომ ყველაფერი მიდის ჩვენი მთავრობის სანქცირებისკენ და საქართველოს იზოლაციისკენ. ამ არჩევნებს ყველა უყურებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, როგორც საჭირო მტკიცებულებას საქართველოზე გადაწყვეტილების მისაღებად,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის