შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე - კიევის ბრალი არ არის 2021 წლის საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არ არის მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს - ჩვენი ბრალია, ჩვენი!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, „პრობლემა არ არის ბრიუსელში, არც ვაშინგტონსა და კიევში, ის არის აქ, საქართველოში“.

პაპუაშვილის განცხადებით, რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა და არც ბრიუსელის ბრალია ის, რომ მსჯავრდადებული სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

„რა თქმა უნდა, კიევის ბრალი არ არის, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა რომ დაგეგმა და განახორციელა. რა თქმა უნდა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს. ჩვენი ბრალია, ჩვენი!“ - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს