მამუკა მდინარაძე - ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ უნდა ავირჩიოთ მკვლელი და მწამებელი სააკაშვილის პარტია, რუბლებით დაფინანსებულ-ჩახდილი კრიმინალი გვარამიას პარტია, თაღლითი ხაზარაძის პარტია ან სააკაშვილთან მოღალატე გახარიას პარტია

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს „კამპანიურ სიყალბეს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი გზავნილები სულ უფრო მძაფრდება.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართულ საზოგადოებას ევროპა რომ უნდა, თურმე, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას პარტიებს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი, რომლებიც საერთო პატრონის აგენტურას წარმოადგენენ.

მისივე განცხადებით, არ შეიძლება საზოგადოებას სურდეს ეროვნული, ტრადიციულ და რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა და ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრიც უნდა დაივიწყოს.

„კამპანიური სიყალბე, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია“, წინასაარჩევნოდ სულ უფრო მძაფრდება.

ევროპა რომ გვინდა, თურმე ამიტომ ოთხიდან ერთი უნდა ავირჩიოთ:

მკვლელი და მწამებელი, ტერიტორიების რუსეთზე ჩამბარებელი და საკუთარ ჯარზე ომის დამბრალებელი სააკაშვილის პარტია;

ან იგივე ნაცწარსულის, რუბლებით დაფინანსებულ-ჩახდილი და კრიმინალი გვარამიას პარტია;

ან სააკაშვილის რეკეტიორი და თაღლითი ხაზარაძის პარტია;

ან სააკაშვილთან მოღალატე გახარიას პარტია.

ყველა ერთად კი საერთოპატრონიანი აგენტურა…

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეროვნული, ტრადიციულ და რეალურად ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, მშვიდობის, ღირსების და უკეთესი ცხოვრების გარანტორი ძალა. უნდა დავივიწყოთ ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებაზე ფიქრი, თუ პირდაპირ სადმე ტანკით არ შევარდები, მინიმუმ მოხალისეები უნდა გაუშვა უკრაინაში და სანქციები დაუწესო რუსეთს, თავისით შემოვარდებიან… ეკლესია და სარწმუნოება უნდა დასუსტდეს, ერთნაირსქესიანთა ქორწინება და მოსწავლეებში ლგბტ პროპაგანდაც აუცილებელია, მარტო ომი არ ეყოფა, გარანტიებია საჭირო…

წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში კიდევ რჩებიან ადამიანები, ამ ოთხი პარტიიდან ერთ-ერთს რომ აძლევენ ხმას და ამ ყველაფერზე იღებენ პასუხისმგებლობას!..

სასწაულ არჩევანს და გზას სთავაზობენ ხალხს ევროპისკენ, „მიმზიდველს“ და „უალტერნატივოს“, - წერს მამუკა მდინარაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია