ირაკლი კობახიძე - კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრში ბავშვებს ექნებათ განვითარების  და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება

ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა სამტრედიაში, სადაც პირველ რიგში, ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში, კახა კალაძის სახელობის ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა სამტრედიელებს მიულოცა საფეხბურთო კომპლექსის გახსნა და ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა მოგილოცოთ არაჩვეულებრივი დღე. ძალიან მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს, ბავშვს და ასეთ ბედნიერ სახეებს ვხედავ. მართლა ძალიან ბედნიერი დღეა იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა სამტრედიაში, სადაც პირველ რიგში, ბავშვებს ექნებათ განვითარების და სპორტულ მიღწევებზე ზრუნვის საშუალება. ჩვენ გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ვართ, გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები გვყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ სტადიონზე კიდევ ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება. მინდა ყველას განსაკუთრებული წარმატებები გისურვოთ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძის სახელს ატარებს სამტრედიაში ეს სტადიონი. კახა კალაძე არის, არა მარტო სამტრედიის სიამაყე, სრულიად საქართველოს სიამაყეა. ის არის ყველაზე წარმატებული, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მან შექმნა ის ტრადიციები, რომლებსაც გაგრძელება სჭირდება და ეს სტადიონი ამისთვის შექმნის საუკეთესო საშუალებას. მადლობა კახა კალაძეს ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, პირადად ლევან კობიაშვილს, მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, FIFA-ს, UEFA-ს, რომელმაც მხარდაჭერა აღმოუჩინა ამ პროექტს და ყველა ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. გილოცავთ სამტრედიელებს და ყველას ამ არაჩვეულებრივი საფეხბურთო კომპლექსის გახსნას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე