ვარლამ ლიპარტელიანი ლილოს დასახლებაში მინიფეხბურთში გამართული ტურნირის ფინალს დაესწრო

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში მიმდინარე სპორტულ აქტივობებს ესწრება.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ამჯერად დელეგატი ლილოს დასახლებაში დაესწრო მინიფეხბურთში გამართული ტურნირის ფინალს.

„ტურნირი ლილოს დასახლების მკვიდრი ფეხბურთელის ალექსანდრე ბურნაძის ხსოვნას ეძღვნება და ტრადიციულად დასახლებაში მოქმედ საფეხბურთო გუნდებს შორის ტარდება. ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში ბევრ მოტივირებულ და წარმატებულ ახალგაზრდას და კრიმინალის დაბალ მაჩვენებელს გულისხმობს.

ტურნირის ფინალურ თამაშს დელეგატთან ერთად საქართველოს პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე და გამგებლის მოადგილე იოსებ ბურდულაძე დაესწრნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს