ლევან ბეჟაშვილი - ხალხი განსაზღვრავს კოალიციურ მთავრობაში რომელი პარტია რა პროცენტული მაჩვენებლით იქნება წარმოდგენილი - პრეზიდენტს მოუწევს ანგარიში გაუწიოს ხალხის არჩევანს, მაშინ რატომ ვატარებთ ამ არჩევნებს?!

ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ხალხი განსაზღვრავს კოალიციურ მთავრობაში რომელი პარტია რა პროცენტული მაჩვენებლით იქნება წარმოდგენილი - პრეზიდენტს მოუწევს ანგარიში გაუწიოს საზოგადოების და ხალხის არჩევანს, მაშინ რატომ ვატარებთ ამ არჩევნებს?! - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არჩევნებზე მანიპულაციის რისკები არსებობს, თუმცა, მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ „დარჩა ორი პარასკევი“.

„ხელისუფლება შეეცდება ამ მექანიზმების გამოყენებას, მაგრამ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები იმისათვის, რომ ასეთი მანიპულაციები ავირიდოთ თავიდან. ყველაზე მთავარი ანტიგაყალბების მეთოდი არის ამომრჩევლის მეტი აქტივობა. ვიცით, რომ არჩევნებზე ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას.

მთელი საქართველო ფეხზე დგას და მოუთმენლად ელოდება 26 ოქტომბრის დადგომას, სადაც ერთიანობით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. „ქართულ ოცნებას“, ნამდვილად ორი პარასკევი დარჩა.

რაც არ უნდა მანიპულაციები მოახდინოს ცესკომ და საუბნო კომისიამ, ამომრჩევლისა და ოპოზიციის აქტივობა განაპირობებს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მანიპულაციასაც აზრი ეკარგება. არა მარტო პარტიები იქნებიან მობილიზებულები, არამედ სამოქალაქო საზოგადოება, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო დამკვირვებლები ყურადღებით არიან მობილიზებულები“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

როგორც ბეჟაშვილი განმარტავს, მანამ სანამ არ იქნება ცნობილი თუ როგორი იქნება ამომრჩევლის მანდატი ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ არის მნიშვნელოვანი თანამდებობის განაწილებაზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე საუბარი.

„ჩვენ მზად ვართ 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვოთ. ეს არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის გამარჯვება, ვერც იქნება რომელიმე პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება. ამ გამარჯვებაში, რა თქმა უნდა, ფლაგმანი იქნება „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობა“ და მთავარ როლს შეასრულებს, რადგან ამომრჩევლის 1/3-ზე მეტი, სწორედ „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ - მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს. ბუნებრივია, მზად ვართ იმისთვის, რომ ერთიანობა შენარჩუნდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობის განაწილებაზე, ან პრემიერ-მინისტრობის პოსტზე. ამომრჩეველს არ აინტერესებს რომელი პარტია რა პოზიციას დაიკავებს“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

გარდა ამისა, ბეჟაშვილმა „ქართულ ქარტიაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარტიაში ნათქვამი იყო, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ გაიმართებოდა კონსულტაციები და მოხდებოდა მთავრობის შეთანხმება და არა არჩევნებამდე.

„ყველა საკითხზე, მათ შორის, ტექნიკური მთავრობის საკითხზე კონსულტაციები იქნება არჩევნების შემდეგ. პარტიამ ამ საკითხზე გააკეთა განცხადება, რომ არჩევნების შემდეგ მზად ვართ იმ მანდატის ფარგლებში, რომელსაც ქართველი ამომრჩეველი გამოხატავს, გვექნება კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე პრეზიდენტთან. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ხალხი განსაზღვრავს კოალიციურ მთავრობაში რომელი პარტია რა პროცენტული მაჩვენებლით იქნება წარმოდგენილი.

პრეზიდენტს მოუწევს ანგარიში გაუწიოს საზოგადოების და ხალხის არჩევანს, მაშინ რატომ ვატარებთ ამ არჩევნებს?!“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო