უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად

ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა x-ზე წერს.

„ევროატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს და გაიაზროს, რომ ჩრდილოეთ კორეა უკვე იჭრება ევროპაში რუსეთთან ერთად, და დაუყოვნებლივ იმოქმედოს. რუსეთმა აგრესიის სერიოზული ესკალაცია განახორციელა ჩრდილოეთ კორეის ომის მხარედ ჩართვით. ვითხოვთ ევროატლანტიკური საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოს დაუყოვნებლივ და ძლიერ რეაქციას“, - წერს სიბიგა.

მისი თქმით, საუკეთესო პასუხი უკრაინის მიერ შემოთავაზებული "გამარჯვების გეგმის" სრული მხარდაჭერა იქნებოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე