სალომე სამადაშვილი - მგონია, ისეთი დამაჯერებელი მარცხი ექნება „ქართულ ოცნებას“, იმდენად გარკვეულია, რა ელოდება ივანიშვილს თუ შეეცდება ჩარევას, რომ ვფიქრობ, ძალიან მშვიდად გადაიბარებს კოალიციური მმართველობა ხელისუფლებას

უნდა შევიდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომ დასავლეთის მიერ დასანქცირებულ სახელმწიფო კომპანიებს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სახელმწიფო შესყიდვებში მიიღოს მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

სამადაშვილმა კოალიციის იმ სამ ნაბიჯზე ისაუბრა, რომელიც მამუკა ხაზარაძემ დღეს ამომრჩეველს გააცნო. მათ შორის, ერთ-ერთი იყო ანაკლიის პორტის პროექტი.

სამადაშვილის თქმით, შეუძლებელია, სახელმწიფოს პროდასავლურობაზე ჰქონდეს პრეტენზია და დასავლური ინვესტიციების ნაცვლად, ქვეყნის უმთავრესი პროექტი ჩინურმა სანქცირებულმა კომპანიამ განახორციელოს.

„როგორ შეიძლება, შენ ამბობდე, რომ გინდა, შენი ადგილი იყოს დასავლეთში, შექმნა შენი კონკურენტუნარიანი ეკონომიკა და შენი ერთ-ერთი მთავარი პროექტი, რომელიც უნდა აშენებულიყო დასავლური ინვესტიციებით, მოკლა და მერე ჩინურ სანქცირებულ კომპანიასთან გააფორმო შეთანხმება. ამიტომ, ცხადია, უნდა შევიდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომ დასავლეთის მიერ დასანქცირებულ სახელმწიფო კომპანიებს, როგორიც არის მაგალითად ის ჩინური კომპანია, ან იგივე რუსულ სანქცირებულ ბიზნესს, არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მიიღოს მონაწილეობა ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ეს არის გზა, მათ შორის, რომ დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა, განვავითაროთ და მოვიზიდოთ დასავლური ინვესტიციები”, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესში სალომე ზურაბიშვილის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ პრეზიდენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი, ხელი შეუწყოს პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფების ერთი დღის წესრიგის გარშემო გაერთიანებას.

„ჩვენ ვცხოვრობთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და ეს საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა შედგეს ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონია საპარლამენტო მმართველობა საქართველოში და, შესაბამისად, პოლიტიკური მართვის ცენტრი იქნება პარლამენტი. პარლამენტი გადაწყვეტს, მათ შორის, პრეზიდენტთან კონსულტაციით, ცხადია, მთავრობის შემადგენლობას და მთავრობა ანგარიშვალდებული იქნება ხალხის წინაშე და პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების წინაშე.

პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მან თავად აიღო ეს როლი, მისი ინიციატივა იყო. მე ძალიან მინდა, რომ „ძლიერ საქართველოს“ ჰქონდეს აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ქართველი ხალხის პოლიტიკური გადაწყვეტილება როგორიც იქნება, იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედო, ამიტომ, პრეზიდენტმა აიღო საკუთარ თავზე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ჩემი აზრით, რომ ხელი შეუწყოს პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფების ერთი დღის წესრიგის გარშემო გაერთიანებას. ეს ქარტია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს ადგენს, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის და ვფიქრობ, რომ მას ექნება შესაბამისი როლი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც დაიწყება მას შემდეგ, რაც ჩვენ არჩევნებში ვნახავთ, როგორი არის ხალხის განწყობა. მთავრობის ფორმირებას ადგენს ხალხი თავისი არჩევანით - დემოკრატია ეს არის, მითუმეტეს საპარლამენტო დემოკრატია”, - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილის აზრით, არჩევნების შემდგომ დესტაბილიზაცია არ იქნება ქვეყანაში, რადგან ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი კარგად აცნობიერებს, რა ელით, თუ ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვაში ჩაერევიან. მისი თქმით, კოალიციური მმართველობა ხელისუფლებას მშვიდობიანად გადაიბარებს.

„ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. ქართველი ხალხია, პირველ რიგში, მზად, მაგრამ, სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მაქვს დესტაბილიზაციის მოლოდინი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20 ოქტომბერს, როდესაც იგეგმება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოქალაქეების მანიფესტაცია, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი მოვიდეს იმიტომ, რომ ეს აქცია იქნება გაფრთხილება გარკვეულწილად, რომ არც იფიქრონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვაში ჩარევა. მგონია, ისეთი დამაჯერებელი მარცხი ექნება „ქართულ ოცნებას”, იმდენად გარკვეულია, რა ელოდება ბიძინა ივანიშვილს იმ შემთხვევაში, თუ ის შეეცდება ჩარევას, რომ ვფიქრობ, ძალიან მშვიდად გადაიბარებს კოალიციური მმართველობა ხელისუფლებას”, - განაცხადა სამადაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში