ანა წითლიძე - ზუგდიდის საკრებულოს წევრები მონაწილეობენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, ისინი დევნილებს 200-დან 500 ლარამდე სთავაზობენ ერთ პირადობის მოწმობაში - მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება

ზუგდიდის საკრებულოს წევრები, თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია, მონაწილეობენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, ისინი დევნილებს 200-დან 500 ლარამდე სთავაზობენ ერთ პირადობის მოწმობაში. მოვუწოდებ ორივე მათგანს, 26 ოქტომბრის შემდეგ თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ამაზე პასუხისმგებლობის აღება, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასოწარკვეთილი ივანიშვილის რეჟიმი, რომლის მარცხიც 26 ოქტომბერს არის გარდაუვალი, აგრძელებს ისევ უკანონო ქმედებებს და პირადობის ჩამორთმევას ოპოზიციურად განწყობილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ანა წითლიძის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის თანამშრომლები, პოლიციელები, სოფლის რწმუნებულები, საკრებულოს წევრები, მთელი სახელმწიფო სისტემა არის ჩართული იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი პირადობის მოწმობები ამოიღონ საქართველოს მოქალაქეებისგან.

„მე დავასახელე არაერთი ფაქტი, დავასახელე და ვთქვი, რომ მაქვს მტკიცებულებები ამ საკითხთან დაკავშირებით და არაერთხელ, მათ შორის წერილობით მივმართე საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შსს-ს, მაგრამ არცერთ ამ ფაქტზე, არც გენერალურ პროკურატურას და არც შსს-ს რეაგირება არ ჰქონიათ. მე დღეს დავასახელებ კიდევ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში და აქვე მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შსს-ს, მივმართავ ზუგდიდის პოლიციის უფროსს, ირაკლი ფაცაციას - თქვენს მიერ ამ დანაშაულების არშემჩნევა ნიშნავს დანაშაულის დაფარვას, რაც ასევე არის დანაშაული. ორი ადამიანი, ზუგდიდის საკრებულოს წევრები - თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია, მონაწილეობენ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, ეს ადამიანები ბარამიას ჩასახლებაში, სადაც ცხოვრობენ დევნილები, დევნილებს 200-დან 500 ლარამდე სთავაზობენ ერთ პირადობის მოწმობებში“- განაცხადა წითლიძემ.

მისი განმარტებით, მათ გააჩნიათ მოქალაქეების მიერ მიწოდებული აუდიო ჩანაწერები,სადაც კიდევ ერთხელ დასტურდება , რომ „ქართული ოცნება“ და ამჯერად, თაზო ფაცაცია და ოთარ ქადარია „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები ცდილობენ, პირადობის მოწმობები საქართველოს მოქალაქეებისგან იყიდონ.

„მე მოვუწოდებ ორივე მათგანს, ეს არის უკანონო ქმედება და ეს არის დანაშაული, რასაც თქვენ ახლა ცდილობთ, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და ამომრჩევლის მოსყიდვა არის დანაშაული და თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ამაზე პასუხისმგებლობის აღება 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც თქვენი რეჟიმი დასრულდება და საქართველო გაიმარჯვებს", - განაცხადა ანა წითლიძემ

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია