ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი ღიაა უკრაინის ნატო-ში მოწვევის იდეისადმი, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება

საფრანგეთი ღიაა უკრაინის ნატო-ში მოწვევის იდეისადმი, ეს საკითხი პარტნიორებთან განიხილება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ კიევში უკრაინელ კოლეგა, ანდრეი სიბიგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებისთვის მოწვევას, [საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა ამაზე გასულ კვირას პრეზიდენტ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს ისაუბრა. ღია ვართ ამისთვის, და ეს არის საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან განვიხილავთ და, რა თქმა უნდა, ამ საუბარში ჩვენი უკრაინელი პარტნიორები მონაწილეობენ”, - განაცხადა ბარომ.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამოქალაქო ასპექტებში, სამხედრო და ევროპულ კონტექსტებში”.

„ყოველ ეტაპზე ვცდილობდით უკრაინისთვის მთელი საჭირო დახმარება გადაგვეცა იმისთვის, რათა აგრესორისთვის წინააღმდეგობის გაწევა შესძლებოდა და მომზადებულიყო მომენტისთვის, როდესაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად იმ პირობებში, რომლებსაც უკრაინა განსაზღვრავს”, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება