ნიკა გვარამია - ჩვენ მივდივართ ევროპაში და ერთადერთი, რაც დარჩა არის ამ არჩევანისა და გამარჯვების გაფორმება 26 ოქტომბერს - წარმატებები ოპოზიციას, ეს წარმატება არის საერთო

პირველად საქართველოს ისტორიაში ვიკრიბებით, არა მხოლოდ ვინც ხმებს მოიტანს, არამედ დაიცავს ყველა ოპოზიციურ ხმას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“, ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც დარჩა, ეს არის 26 ოქტომბერს გამარჯვების გაფორმება.

„პირველად საქართველოს ისტორიაში ვიკრიბებით, არა მხოლოდ ვინც ხმებს მოიტანს, არამედ დაიცავს ყველა ოპოზიციურ ხმას. ჩვენ აქ ვართ ადამიანები, ვისაც სამშობლო და ნომერი ოთხი გვაერთიანებს, ხალხი ვისაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის ნომერი, სწორედ ამიტომ დავიცავთ თითოეულ ხმას, რომელიც იქნება ოცნების წინააღმდეგ.

პირველ რიგში, კი არ უნდა შემოვხაზოთ, არამედ გავაფერადოთ ჩვენი არჩევანი. ძალიან დიდი რუდუნების, შრომისმოყვარეობით გარდა წინასაარჩევნო კამპანიისა ყოველდღე ითვისებთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ და დავიცვათ ხმები. ჩვენ მივდივართ ევროპაში და ერთადერთი, რაც დარჩა არის ამ არჩევანისა და გამარჯვების გაფორმება 26 ოქტომბერს. წარმატებები ოპოზიციას, ეს წარმატება არის საერთო, ჩვენი სამშობლოსი და ეს წარმატება გვეუბნება მხოლოდ ერთს მომავალი ჩვენია“, - განაცხადა გვარამიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს