ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობაზე - მკვლელობა და წამება არ აკმარეს მოსახლეობას, 2008 წელს ტრაგედიაც დაატრიალეს, საქართველო ომში ჩაითრიეს - საკუთარ ხალხს ღირსება წაართვეს, ციხე წამების ინსტრუმენტად აქციეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როდესაც ძალაუფლება გარედან მართული რეჟიმის ხელში იყო კონცენტრირებული, საზოგადოებაზე წნეხი და ძალადობა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძო საკუთრების წართმევა და მითვისება, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა საქართველოს ყოველდღიურობად იყო ქცეული! - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივანიშვილის შეფასებით, ყოფილმა ხელისუფლებამ „საკუთარ ხალხს ღირსება წაართვა, ციხე და მართლმსაჯულების სისტემა წამების ინსტრუმენტად აქცია, ხოლო თუკი ვინმეს განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდა, უკანონო პატიმრობითა და ჯოჯოხეთის გამოტარებით სჯიდა“.

„დღეს აქ უამრავ ჩვენს ძველ და უკვე ახალ თანამებრძოლს ვხედავ, რომელთაც, ისე, როგორც ჩვენს ხალხს, არ სჭირდება იმის ახსნა, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, თუმცა ახალგაზრდების ნაწილს, რომელთაც შესაძლოა აფიქრებინონ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შეფასება გადაჭარბებულია, მოკლედ შევახსენებ:

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ძალაუფლება გარედან მართული რეჟიმის ხელში იყო კონცენტრირებული, საზოგადოებაზე წნეხი და ძალადობა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძო საკუთრების წართმევა და მითვისება, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა საქართველოს ყოველდღიურობად იყო ქცეული!

იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ღირსება წაართვა, ციხე და მართლმსაჯულების სისტემა წამების ინსტრუმენტად აქცია, ხოლო თუკი ვინმეს განსხვავებული პოლიტიკური აზრი ჰქონდა, უკანონო პატიმრობითა და ჯოჯოხეთის გამოტარებით სჯიდა!

მკვლელობა და წამება რომ არ აკმარეს მოსახლეობას, 2008 წელს უარესი ტრაგედიაც დაატრიალეს, ქვეყანას უღალატეს და საქართველო ომში ჩაითრიეს, რასაც დამატებით ტერიტორიების დაკარგვა, ათეულობით ათასი დევნილი, ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ასობით გმირი მებრძოლისა და მშვიდობიანი ქართველის სიცოცხლე შეეწირა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია