ბიძინა ივანიშვილი - საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, რათა არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხი კონსტიტუციის დონეზე გავამყაროთ

ქუთაისში ვიმყოფებით და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტული ქალაქის შვილებს, რომლებიც ქართულ კულტურას უკვე საუკუნეებია ამდიდრებთ, არ გესწავლებათ, რომ ერის მთავარი დასაყრდენი ის ღირებულებები და ფასეულობებია, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახეს, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ქუთაისში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას.

მანვე აღნიშნა, რომ ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის მქონე აგენტურამ ზუსტად იციან, რომ ერის დაკნინება და მარტივად დამორჩილება მხოლოდ საკუთარი წარსულის დავიწყებით, ისტორიის გაუფასურებითა და მორალური პრინციპების გაბუნდოვანების გზით არის შესაძლებელი და საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხს კონსტიტუციის დონეზე გაამყარებს.

„საქართველოში მოქმედ „არასამთავრობო ორგანიზაციებსა“ და პოლიტიკურ პარტიებში გაბნეული ფსევდო-ლიბერალური იდეოლოგიის მქონე აგენტურის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეც სწორედ ეს არის - მათ ზუსტად იციან, რომ ერის დაკნინება და მარტივად დამორჩილება მხოლოდ საკუთარი წარსულის დავიწყებით, ისტორიის გაუფასურებითა და მორალური პრინციპების გაბუნდოვანების გზით არის შესაძლებელი.

ეს სერიოზული პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, რათა არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხი კონსტიტუციის დონეზე გავამყაროთ!“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში