მამუკა მდინარაძე - ისე გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომ უარი ვთქვით ცალ ფეხზე დგომაზე, გარედან გადაწყვეტილებების მიღებაზე, ცოტა ხნის წინ ავკრძალეთ ლგბტ პროპაგანდა, დიდი ბრძოლის ფასად შევინარჩუნეთ მშვიდობა

ჩვენ ისე გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, რომ უარი ვთქვით ცალ ფეხზე დგომაზე, უარი ვთქვით გარედან გადაწყვეტილებების მიღებაზე, უარი ვთქვით წლების წინ, 2017 წელს ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე და პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ ავკრძალეთ საერთოდ ლგბტ პროპაგანდა, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

როგორც მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ბრძოლის ფასად შეინარჩუნა მშვიდობა და გააძლიერა შერიგების გზით ქვეყნის გაერთიანების პოლიტიკა.

„დიდი ბრძოლის ფასად შევინარჩუნეთ მშვიდობა და ერთი ათად გავაძლიერეთ შერიგების, ურთიერთმიტევების და ქვეყნის ამ გზით გაერთიანების პოლიტიკა და პერსპექტივა. ყველაფერზე წინ დავაყენეთ ღირსება, უდიდესი გლობალური წინააღმდეგობის მიუხედავად მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს, მთელს მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ საქართველო არასდროს დადგება თავისი ქვეყნის გამყიდველების მხარეს, ქართველ ხალხს აგენტურას ვერავინ შეასაღებს ევროპელებად.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის გარე ძალების მიერ დახმარება ქართველ ხალხს უფრო მობილიზებულს და წინააღმდეგობრივს ხდის.

მისივე თქმით, მართალია საქართველოს ევროპა სჭირდება, მაგრამ ევროპასაც ძალიან სჭირდება საქართველო თავისი ამაყი, უტეხი ხასიათით, ტრადიციული ღირებულებებით და რეალური თავისუფლების სიყვარულით.

„რაც არ უნდა მათი საარჩევნო კამპანია აწარმოონ გარედან, ამ ყველაფრით, გარედან რომ ეხმარებიან, ჩვენ, ქართველი ხალხი უფრო მობილიზებული, თუ გნებავთ, უფრო წინააღმდეგობრივი ვხდებით და ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ევროპელობა ჩვენთვის სატყუარა ვერ იქნება. ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის არის ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით, ამ მიდგომის განმტკიცებას იქით, ევროპაშიც შევძლებთ და შევეცდებით. არ არის ისე ჩემო მეგობრებო, რომ თითქოს მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, პირიქით - თუ ყველაფერს გადავავლებთ თვალს, ჩვენც ძალიან ვჭირდებით ევროპას და ევროპელებს ჩვენი ამაყი, მეტიც, ხანდახან უტეხი ხასიათითაც კი, ტრადიციული ღირებულებებით, რწმენის პატივისცემით და რეალური თავისუფლების სიყვარულით. ნურავის გაუკვირდება, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც „დილა მშვიდობის“ და „საღამო მშვიდობის“, ასე ვესალმებით ერთმანეთს, ან კიდევ მისალმების აღმნიშვნელი მთავარი სიტყვა არის გამარჯვებასთან დაკავშირებული, როცა ერთმანეთს ვეუბნებით გამარჯობას, არავის გავამარჯვებინებთ არც მშვიდობაზე, არც ღირსებაზე და არც საკუთარი თავის უფლებაზე. ამიტომ არის ჩვენი ხალხი მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის მხარეს და მხოლოდ ამ გზით ვაპირებთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში