ზურაბ ჯაფარიძე - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს და სამშვიდობოზე გაიყვანს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ის კოალიციაა, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს და სამშვიდობოზე გაიყვანს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ, როდესაც კოალიციას ქმნიდნენ აღნიშნეს, რომ გამარჯვებისა და ცვლილებების მოსატანად გადასაჭრელია ოთხი საკითხი.

როგორც ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრის არჩევნებზე იყოს ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა.

„უკანასკნელი ორთვენახევრის განმავლობაში ჩვენ კოალიციამ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დაწყებული ფლაერებით, სატელევიზიო რეკლამებით, მოსახლეობასთან შეხვედრებით აგვეხსნა არჩევნების მნიშვნელობა. მგონია, რომ ჩვენ ეს ამოცანა მგონია შევასრულეთ. ეს გააკეთეს სხვა პარტიებმა, „ენჯეობმაც“ და გამოცხადება იქნება მაღალი, ეს ჩანს და ეს ხვალ აქციაზე გამოჩნდება. ჩვენ ვამბობთ და ვასრულებთ.

მეორე, მნიშვნელოვანია ოპოზიციურ ფლანგზე იმგვარი კონფიგურაცია, რომ ხმები არ დაიკარგოს. ჩვენ კოალიციაში შემავალი სამი პარტია ვიყავით ერთადერთი, ვინც ეს საჯარო გაცემული პირობა შეასრულა, ეს კოალიცია გაიმარჯვებს და ეს პირობა შევასრულეთ. მესამე, ჩვენ შევძლებთ ხმების დაცვას, ვინც ამ სურათს დააკვირდება დაინახავს და ეჭვი არ შეეპარება, რომ ეს პირობა შევასრულეთ. 26 ოქტომბერს არამხოლოდ ხმებს, არამედ ამ კოალიციას რეპუტაციას და გაცემულ პირობას დაიცავთ. მეოთხე - ეს კოალიცია იქნება ის კოალიცია, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს და სამშვიდობოზე გაიყვანს“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის