შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს - მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად

ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს - მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა დაქვემდებარება”.

„მოვლენისა თუ საგნის სწორი სახელდება უმნიშვნელოვანესი აქტია. სამწუხაროდ, დღეს ეს პროცესი უგულებელყოფილია. ყოველდღიურად შავისთვის თეთრის დარქმევის გაუგონარ თვალთმაქცობას ვადევნებთ თვალს. ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს - მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია, სადაც, წამების რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, ახლა უკვე საჯაროდ მოგვთხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რა არის, თუ არა ნიველირება ყველაფრის, რაც კი ქართველებს ევროპულ ფასეულობებად გვესახება. სწორედ ეს არის სახელების გადანაცვლების შედეგი, სადაც მწამებელი ევროპელია და ომი - მშვიდობაა.

და ამ ყველაფრის მაყურებელ ქართველ კაცს უნებურად წამოსცდება კითხვა:

- სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა?

- ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, ესაა ევროპა?

- კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა?

- თავად ნატო-ს ატომური ქოლგის ქვეშ მყოფი, საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა? - რა თქმა უნდა, არა! ქართველმა ხალხმა იცის, რა არის ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ ევროპასთან გვაერთიანებს.

ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა დაქვემდებარება, ევროპა სიმართლეა და არა თვალთმაქცობა, ევროპა ხელის შეშველებაა და არა ფეხის დადება, ევროპა სულიერებაა და არა უღმერთობა.

თუმცა, ქართველმა ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ ეს ფარისევლობა დროებითი მოვლენაა, და ეს აბსურდიც მალე დასრულდება. დასრულდება იმავე წამს, როდესაც ყველა, შინ და გარეთ, დაინახავს თუ სად დგას ქართველი ხალხი. დაინახავს, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო, საკუთარი ღირსებით, საკუთარი იდენტობით, საკუთარი ინტერესებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ერი და ბერი, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ქალაქებში გამოვიდა და თქვა, რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე; რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, მისი ტრადიციების, მისი თვითმყოფადობის გარეშე“.

„26 ოქტომბერს ეს სახალხო რეფერენდუმი საარჩევნო ყუთებთან უნდა განმეორდეს. ჩვენ ვირჩევთ საქართველოს, და ეს არჩევანი უნდა იყოს ქართული ღირებულებების საბოლოო და უაპელაციო გამარჯვება. ჩვენ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს.

მხოლოდ თავდაჯერებული, საკუთარი ინტერესებით მოქმედი, ქართული იდენტობის დამცველი სახელმწიფოთი შევალთ ღირსეულად ევროპელ ხალხთა ოჯახში. ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების ევროპული გზა და ეს ასეც დარჩება!

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს - მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად

ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს - მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა დაქვემდებარება”.

„მოვლენისა თუ საგნის სწორი სახელდება უმნიშვნელოვანესი აქტია. სამწუხაროდ, დღეს ეს პროცესი უგულებელყოფილია. ყოველდღიურად შავისთვის თეთრის დარქმევის გაუგონარ თვალთმაქცობას ვადევნებთ თვალს. ვხედავთ, როგორ წარმოგვიჩენენ ომს - მშვიდობად, ცალ ფეხზე დგომას - თავისუფლებად, სიცრუეს - ჭეშმარიტებად, იუდას ამბორს - ქართველი ხალხის სიყვარულად.

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია, სადაც, წამების რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, ახლა უკვე საჯაროდ მოგვთხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რა არის, თუ არა ნიველირება ყველაფრის, რაც კი ქართველებს ევროპულ ფასეულობებად გვესახება. სწორედ ეს არის სახელების გადანაცვლების შედეგი, სადაც მწამებელი ევროპელია და ომი - მშვიდობაა.

და ამ ყველაფრის მაყურებელ ქართველ კაცს უნებურად წამოსცდება კითხვა:

- სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა?

- ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, ესაა ევროპა?

- კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა?

- თავად ნატო-ს ატომური ქოლგის ქვეშ მყოფი, საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა? - რა თქმა უნდა, არა! ქართველმა ხალხმა იცის, რა არის ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ ევროპასთან გვაერთიანებს.

ევროპა სხვისი პატივისცემაა და არა დაქვემდებარება, ევროპა სიმართლეა და არა თვალთმაქცობა, ევროპა ხელის შეშველებაა და არა ფეხის დადება, ევროპა სულიერებაა და არა უღმერთობა.

თუმცა, ქართველმა ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ ეს ფარისევლობა დროებითი მოვლენაა, და ეს აბსურდიც მალე დასრულდება. დასრულდება იმავე წამს, როდესაც ყველა, შინ და გარეთ, დაინახავს თუ სად დგას ქართველი ხალხი. დაინახავს, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო, საკუთარი ღირსებით, საკუთარი იდენტობით, საკუთარი ინტერესებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველმა ხალხმა უკვე ჩაატარა ერთი სახალხო რეფერენდუმი, როდესაც ერი და ბერი, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ჩვენი ქვეყნის ქალაქებში გამოვიდა და თქვა, რომ არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე; რომ არ არსებობს საქართველო მისი რწმენის, მისი ტრადიციების, მისი თვითმყოფადობის გარეშე“.

„26 ოქტომბერს ეს სახალხო რეფერენდუმი საარჩევნო ყუთებთან უნდა განმეორდეს. ჩვენ ვირჩევთ საქართველოს, და ეს არჩევანი უნდა იყოს ქართული ღირებულებების საბოლოო და უაპელაციო გამარჯვება. ჩვენ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ და თავისუფალმა ერმა, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს.

მხოლოდ თავდაჯერებული, საკუთარი ინტერესებით მოქმედი, ქართული იდენტობის დამცველი სახელმწიფოთი შევალთ ღირსეულად ევროპელ ხალხთა ოჯახში. ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების ევროპული გზა და ეს ასეც დარჩება!

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა