შალვა პაპუაშვილი - ევროპა ჩვენთან ერთად დაიბადა, მის საწყისებთან ვდგავართ ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის თანაშემოქმედები ვიყავით

“სხვისი იმედი რას არგებს თავისუფლების მძებნელსა“ - აკაკის ეს სიტყვები დღეს განსაკუთრებით შეგვახსენებს მთავარ ჭეშმარიტებას, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და რომ ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარიც და მცველიც თავადვე ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა, თავისი ევროპულობა უკვე განსაზღვრა, ვინაიდან, სწორედ ქართველები იყვნენ დასავლური კულტურის თანაშემოქმედები და ევროპის საწყისებთან დგანან.

„ჩვენი ევროპელობა ქართველმა ხალხმა განსაზღვრა აქ ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, თელავსა თუ ზუგდიდში. ევროპა ჩვენთან ერთად დაიბადა. მის საწყისებთან ვდგავართ ქართველები, რომლებიც დასავლური კულტურის თანაშემოქმედები ვიყავით. და ამასთან ჩვენ შევქმენით თვითმყოფადი, ყველასგან განსხვავებული ქართული კულტურა, მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი მარგალიტი. დღეს კი, ჩვენს ერს, თანაშემოქმედს ევროპული ცივილიზაციისა, გვიწევს მტკიცება იმისა, რომ ქართული იდენტობა ევროპული იდენტობაა, რომ ქართული ღირებულება ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებაა, რომ ქრისტიანობა ევროპის საძირკველია”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება