„დიდი შვიდეულის” თავდაცვის მინისტრები  - „დიდი შვიდეული” მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ს წევრობისკენ შეუქცევად გზას

„დიდი შვიდეული” მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ს წევრობისკენ შეუქცევად გზას, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას “დიდი შვიდეულის” თავდაცვის მინისტრები ნეაპოლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის შეუქცევად გზაზე სრულ ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე, მათ შორის ნატო-ს წევრობამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, მინისტრები აღნიშნავენ თავიანთ მზაობას გააგრძელონ უკრაინის დახმარება, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

“დიდი შვიდეულის” თავდაცვის მინისტრებს მიაჩნიათ, რომ პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს გადაწყვეტილებების ძიება უკრაინული არმიის შექმნაზე, რომელიც ურთიერთთავსებადი იქნება ნატო-სთან და მის წევრ ქვეყნებთან, და შესაძლებლობა ექნება ახლა დაიცვას უკრაინა და მომავალში შეაკავოს თავდასხმები.

“ვადასტურებთ, რომ ჩვენს საბოლოო ამოცანად ყოვლისმომცველი, სამართლიან შიდა გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა რჩება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რომელიც აღნიშნულია გაეროს ქარტიაში და მის პრინციპებში, და რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის