ლევან სანიკიძე -  „ქართული ოცნების“ ხელწერა, დანაშაულის კასკადი აუცილებლად იქნება გამოძიებული

ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, ეს არის დანაშაულის კასკადი, - ასე გამოეხმაურა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე “ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ ურევდნენ მხუთავ გაზს წყლის ჭავლს მომიტინგეების დაშლის დროს.

სანიკიძის განცხადებით, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, რომელიც სამართლიანი სასამართლოს და დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში, აუცილებლად იქნება გამოძიებული.

„ბუნებრივია, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, არის დანაშაული. ხარება დასანქცირებულია აშშ-ის ხაზინის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის, ეს არ არის იშვიათი გამონაკლისი. ჩვენ გვახსოვს არა მხოლოდ ე.წ. სპეცოპერაციების დროს, არამედ ადამიანებს სახლთან ხვდებოდნენ. ჩვენ გვახსოვს უმძიმესი ფაქტები, მათ შორის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიმართ, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტი, გვახსოვს დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებული შემთხვევა, სადაც მას უმოწყალოდ გაუსწორდნენ სახლთან, გვახსოვს გია ჯაფარიძის შემთხვევა, სადაც მასაც სახლთან დახვდნენ. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, ეს არის დანაშაულის კასკადი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს და დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში აუცილებლად იქნება გამოძიებული, რადგან შეუძლებელია ამ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება იმ პირობებში, როდესაც სტუდენტებს, არასრულწლოვან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, უსწორდებოდნენ ამ ფორმით და ეს დაუსჯელად რჩებოდეს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე