მამუკა წოწერია - ანა წითლიძის დავალებით „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები „ქართული ოცნების" პლაკატებს აზიანებენ

ანა წითლიძის დავალებით „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები „ოცნების“ პლაკატებს აზიანებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

წოწერიამ მიმართა შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ მომხდარი და შესაბამისად დაჯარიმდნენ კანონდამრღვევები.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებულ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოაქვთ მათთვის დამახასიათებელი არაჯანსაღი და უკანონო ქმედებები.

„ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელისგან ანა წითლიძისგან მიიღეს დავალება, რომ „ქართული ოცნების“ ბანერები, ბილბორდები და პლაკატები დააზიანონ.

მათ გუშინ კომბინატის დასახლებაში „ქართული ოცნების“ მიერ გაკრული პლაკატები დააზიანეს. კონკრეტულად, კომბინატის ქუჩებში პლაკატების ჩამოხევის დავალება მიღებული ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს ქეთი რაფავას. რაფავას მიერ პლაკატების დაზიანება გადაღებულია ვიდეოკადრებით.

ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დააზიანეს სოხუმის ქუჩაზე მდებარე „ქართული ოცნების“ ბილბორდიც. პოლიტიკურად განადგურებულმა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ არჩევნებს აგებენ, ეს ყველა შიდა კვლევაში ჩანს, რომელიც ჩატარდა. ისინი ვერ ეგუებიან მათ მორიგ დიდ მარცხს და ყველაფერზე მიდიან.

ჩადენილი დანაშაული საარჩევნო კოდექსის მეოთხმოცე მუხლის შესაბამისად ისჯება ჯარიმით. მივმართავთ შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ მომხდარი და შესაბამისად დაჯარიმდეს კანონდამრღვევები.

აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, შეისწავლონ მომხდარი ფაქტები და ასახონ შესაბამის დასკვნებში. ჩვენ წინა კვირას გავასაჯაროეთ თუ როგორ ართმევდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ. ასევე, გავასაჯაროეთ ყოფილი ძალოვნებით დაკომპლექტებული კონკრეტული ზონდერ ჯგუფები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და გვარამია-მელიას პარტიასთან ერთად ემზადებიან არჩევნების დღეს უბნებზე ხმაურისა არეულობის მოსაწყობად, რათა საზოგადოებას „ფეიკ“ ამბებით ანახონ, რომ ვითომ არჩევნები ყალბდება.

„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს არ აქვთ საარჩევნო კამპანია, არ ხვდებიან მოქალაქეებს, არ სთავაზობენ კონკრეტულ პროგრამებს, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის, აქციებისა და ქუჩის პროტესტისთვის, რადგან იციან, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ მარცხდებიან.

მოვუწოდებ „რადიკალური ოპოზიციის“ წარმომადგენლებს, მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს უფლება, აწარმოოს თანაბარი საარჩევნო კამპანია, ნუ შემოაქვთ დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელი და მათი ბნელი წარსულისთვის აპრობირებული მეთოდები", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა