„გახარია - საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრები თინათინ ნახუცრიშვილი, ნათია კუპრავა და ირაკლი ბაღათურია აცხადებენ, რომ პარტიას ტოვებენ

„გახარია - საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრი თინათინ ნახუცრიშვილი აცხადებს, რომ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„2021 წლის არჩევნებზე შემთხვევით მოვხვდი მუშტაედში გახარიას პარტიის შეკრებაზე. მომეჩვენა, რომ ადამიანური იყო და მაგის გამო გადავწყვიტე მასთან დამეწყო მუშაობა, დავხმარებოდი. ბევრი ვიწვალეთ, ქუჩა-ქუჩა ვიარეთ. კიდევ გვქონდა იმედი, რაღაც იქნება, მაგრამ დღეს უკვე გადავწყვიტეთ, არაფერი გამოვა მაგ ადამიანისგან და თავის სახე დაგვანახა“, - განაცხადა ნათია ნახუცრიშვილმა.

ამასთან, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო დიდუბის ორგანიზაციის წევრმა ნათია კუპრავამაც.

როგორც ნათია კუპრავა აცხადებს, პარტიის დატოვების მიზეზი კუთვნილი თანხის არ მიღება გახდა.

„ვინც მიგვიყვანა გახარიას პარტიაში ვთხოვდი, რომ დაერიცხა ჩემი კუთვნილი თანხა. რატომღაც მოხდა ისე, რომ არ ჩაგვერიცხა თანხა, ვურეკავდი, მაგრამ არავინ გვპასუხობდა. ორი წლის განმავლობაში რეგულარულად ვრეკავდით, მაგრამ არავისგან არანაირი პასუხი არ გვქონდა. იძულებული გავხდით წამოვსულიყავით პარტიიდან“ , - განაცხადა ნათია კუპრავამ.

პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „გახარია - საქართველოსთვის“ დიდუბის ორგანიზაციის წევრი ირაკლი ბაღათურიაც.

„ყველა ეს ადამიანი დაუზოგავად, ერთგულად, გვერდში ვედექით. როცა შრომობს ადამიანი და ნაშრომს არ აძლევ, დაუღალავად შენს გვერდშია, რა აზრი აქვს ამ ხალხთან საერთოდ ლაპარაკს. ამ ხალხისგან უყურადღებობა რომ ვიგრძენით, ტელეფონებსაც არ პასუხობდნენ, დავტოვეთ პარტია. ჩვენგან მხარდაჭერა არ ექნებათ არანაირად“, - აცხადებს ირაკლი ბაღათურია.

ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია დატოვეს რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა ერეკლე დოლიძემ და პაპუნა პაპავამ. „გახარია - საქართველოსთვის“ პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ერეკლე დოლიძე მათი წევრი იყო, თუმცა პარტიული საქმიანობიდან დიდი ხნის განმავლობაში იყო დისტანცირებული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე