გიგა ბოკერია - ფორმალურად დაფუძნდა პარტია „ფედერალისტები“, რომ მომავალში პოლიტიკურ პროცესებში მივიღოთ მონაწილეობა - დღეს მთავარი გზავნილია, არჩევნებზე მისვლის და რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემის ვალდებულება

პოლიტიკურმა პარტია “ფედერალისტებმა” დღევანდელ ყრილობაზე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიგა ბოკერია თავმჯდომარედ დაამტკიცა.

როგორც “ფედერალისტების” თავმჯდომარემ აღნიშნა, დღეს “ფედერალისტები” ფორმალურად მომავალში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობისთვის დაფუძნდა.

ბოკერიას თქმით, “ქართული ოცნების” რეჟიმის დამარცხების შემდეგ ბევრი რამ იქნება “ამოსაქაჩი” და ამ საქმეში ის გუნდი, რომელსაც “ფედერალისტები” წარმოადგენს, აქტიური ფაქტორი იქნება“.

“დღეს ფორმალურად დაფუძნდა “ფედერალისტური” პარტია იმისთვის, რომ მომავალში პოლიტიკურ პროცესებში მივიღოთ მონაწილეობა. დღევანდელი შეკრების მთავარი გზავნილი, რა თქმა უნდა, არის მზაობა და ვალდებულება, არჩევნებზე აუცილებლად მისვლის და ამ რეჟიმის წინააღმდეგ ხმის მიცემის ხმის მიცემისა, რათა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება დავიცვათ. ასევე, თაობებს თავისუფალ, ევროპულ ქართულ სახელმწიფოში ცხოვრების შანსი შევუნარჩუნოთ. ჩვენ ამ რეჟიმის დამარცხების შემდეგ, რაც უზარმაზარი და ეროვნული ამოცანაა, ბევრი რამ გვექნება ამოსაქაჩი ამ ქვეყანაში. ამ საქმეში, ის გუნდი, რომელსაც “ფედერალისტები” წარმოადგენს, აქტიური ფაქტორი იქნება. სწორედ ამისთვის არის საჭირო, პარტიის ფორმალურად დაფუძნება”, - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერიამ სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ ისინი შეუერთდებიან დღევანდელ მარშს - “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”.

გარდა ამისა, დღეს გამართულ ყრილობაზე, “ფედერალისტების” ხმის მთვლელი კომისია, პარტიის წესდება, სარევიზიო კომისიის შემადგენლობა და პოლიტიკური საბჭო, პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დამტკიცდა.

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია „ფედერალისტები“ მას შემდეგ დააფუძნეს, რაც „ევროპული საქართველო“ დატოვეს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია