ირაკლი ეძგვერაძე - „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ვერაფერს - მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ხმის მიცემა არის დაცული და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს

"ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ვერაფერს და ამაში მარწმუნებს ყოველდღიური შეხვედრები ადამიანებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან, რომლებმაც ზუსტად იციან 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნების მნიშვნელობა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აუცილებლად წავა, ევროპა და ევროპული კეთილდღეობა ჩვენთან იქნება.

„ორი თვეა გლდანში ვატარებ კამპანიას და ვიცი გლდანელების განწყობა. 2020-ში ვიცოდი, რომ არჩევნებს ვიგებდით და ახლა იმაზე მეტად ვარ დარწმუნებული, ვიდრე 2020-ში, რომ „ქართული ოცნება“ ვერაფერს ვერ შეძლებს. ყოველი დღე ამაში მარწმუნებს, მაგრამ განსაკუთრებით გუშინ ახალგაზრდებთან შეხვედრისას ყველა მეუბნებოდა თუ რა უნდა მოხდეს 26 ოქტომბერს, უზომოდ უყვართ სამშობლო და მზად არიან თავი გაწირონ მისთვის. როცა ასეთი ენთუზიაზმია, როცა ასეთი განწყობაა, „ქართული ოცნება“ ვერაფერს ვერ შეძლებს და ის მანიპულაცია, ხალხის დაშინება, რომ თურმე გამოჩნდება ვის აძლევ ხმას - ეს არის აბსურდი. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ხმის მიცემა არის დაცული და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. „ქართული ოცნება“ აუცილებლად წავა, ევროპა და ევროპული კეთილდღეობა ჩვენთან იქნება. გუშინ ახალგაზრდებს ვესაუბრებოდი და ყველა ერთხმად ვამბობდით, რომ გვინდა ხარისხიანი განათლება, სპორტი, კეთილდღეობა - ყველაფერი, რაც ევროპაშია, ღირსეული სამუშაო“, - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დღეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე გლდანში მოსახლეობას შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, იგი უკეთ გაეცნო მოსახლეობის პრობლემებს და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ