თინა ბოკუჩავა - ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს! - ივანიშვილის ბოროტ გეგმებში ერთ-ერთია კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმება, სადაც გაწერილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა, მას ამის შესაძლებლობა არ მიეცემა

ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს!- კიდევერთხელ გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს ამაყი, ევროპელი, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ხმა,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარშის სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი არ დათმობს ისტორიულ არჩევანს.

„ძალიან მნიშვნელოვანი მარშია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავისუფლების მოედანზე შემოგვიერთდებიან მოქალაქეები, რათა ბევრი ვიყოთ, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს ამაყი, ევროპელი, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ხმა, რომელიც არ დათმობს ისტორიული არჩევანის რეალიზების საშუალებას. ჩვენთვის დღეს მთავარია ყველა ერთად ვიდგეთ საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს თითოეული მოქალაქე წყვეტს ჩვენი ქვეყნის, შვილების, ევროპული მომავლის ბედს.

ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილი როგორ იმუქრება კონსტიტუციის შეცვლით, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, მის ბოროტ გეგმებში ერთ-ერთია კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმება, სადაც გაწერილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა. მას ამის შესაძლებლობა არ მიეცემა. ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას და ევროპული არჩევანის რეალიზების შანსს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

თბილისში, დღეს, მარში "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები დედაქალაქში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება