მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან

თბილისში, მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

გმირთა მოედანზე მარშის - "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ ცოტა ხნის წინ დაიძრნენ. მსვლელობა უკვე დაიწყეს თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილებმაც.

მათ თან აქვთ ევროკავშირის დროშები, ბანერი წარწერით - "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" და ევროკავშირის მხარდამჭერი სხვადასხვა შინაარსის პლაკატები.

მსვლელობას უერთებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო", "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მხარდამჭერები.

მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც მიყვებიან.

შეგახსენეთ, მარშის „საქართველოს ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები 17:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბნენ, ისინი მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა, სადაც სიტყვით გამოსვლები იგეგმება. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეებს მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება