დავით ბაქრაძე - ხელისუფლების შეცვლა არის გარდაუვალი - დღევანდელი აქცია იქნება ძლიერი სიგნალი ყველასთვის, რომ საზოგადოების განწყობა არის ნათელი, 26 ოქტომბერმა უნდა ჩაიაროს მშვიდად და არავინ უნდა ეცადოს ხალხის ნების გაყალბებას

ხელისუფლების შეცვლა არის გარდაუვალი - დღევანდელი აქცია ყველასთვის ძლიერი სიგნალი იქნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ბაქრაძემ რესპუბლიკის მოედანზე მარშის სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებს უნდათ ნორმალური ცხოვრება - ევროპულ და თავისუფალ ქვეყანაში.

„26 ოქტომბერს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ადამიანებს აღარ უნდათ დაპირისპირება, მუდმივი დაჭერების, გადაყენებების და უბედურებების კამპანია. ასევე, აღარ უნდათ აკრძალვებზე და საშინელებებზე საუბარი. ადამიანებს უნდათ ნორმალური ცხოვრება - ევროპულ და თავისუფალ ქვეყანაში. ამას 26 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლა სჭირდება, ხელისუფლების შეცვლა არის გარდაუვალი, მაგრამ საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ყველაფერმა მშვიდად, მშვიდობიანად, ცივილურად ჩაიაროს, ისე როგორც, ეს საქართველოს ეკადრება. ამიტომ დღევანდელი აქცია იქნება, ძლიერი სიგნალი ყველასთვის, რომ საზოგადოების განწყობა არის ნათელი და ამ განწყობის შესაბამისად, 26 ოქტომბერმა უნდა ჩაიაროს მშვიდად და არავინ არ უნდა ეცადოს ხალხის ნების გაყალბებას, ასევე, არჩევნების შედეგების არ ცნობას. ღმერთმა დაგვიფაროს ხელისუფლება ეცადოს რაიმე ფორმით ძალის გამოყენებას, ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ