იგორ ნარმანია - დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული შეკრება, რომელიც ექვს დღეში ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ დასრულებით დაგვირგვინდება

დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული შეკრება, რომელიც ექვს დღეში ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ დასრულებით დაგვირგვინდება, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ მარშის სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, „რუსული კოლაბორაციონისტული რეჟიმი არჩევნებამდე ექვსი დღით ადრეც განადგურებულია, რაც ხალხის რაოდენობასა და შემართებაში გამოჩნდება“.

„ჩვენ დღეს დავინახავთ ძალიან ბევრ ჩემს თანატოლს თბილისის ქუჩებში და ძალიან ბევრ გაბრაზებულ ჩემს თანატოლს დაინახავს ივანიშვილი თბილისის ქუჩებში, რაც გამოიწვია მისმა 12-წლიანმა კოლაბორაციონისტულმა მმართველობამ, რომელიც ექვს დღეში დასრულდება ამ ქვეყანაში. რადგან ჩვენ დღეს დავინახავთ ხალხის რაოდენობას, თუ როგორი მოწადინებულები არიან ისინი, რომ ივანიშვილი სამუდამოდ გაუშვან ხელისუფლებიდან. რუსული კოლაბორაციონისტული რეჟიმი არჩევნებამდე ექვსი დღით ადრეც განადგურებულია, რაც ხალხის რაოდენობასა და შემართებაში გამოჩნდება. ეს ადამიანები 26 ოქტომბერს აპირებენ საარჩევნო უბნებთან მისვლას თავისი ხმის დაფიქსირებას და ამ ხმების დაცვას. ამიტომ, დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული შეკრება, რომელიც ექვს დღეში დაგვირგვინდება ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასრულებით“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება