პრეზიდენტი - მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს: ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ!

მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ! - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია.

„მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს. მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ და შევალთ ევროპაში!

არ მინდა ამ დღეებში თქვენგან გავიგო „რაიმე თუ“ ან „რომ“. ყველაფერი ნათელია, აქ გამარჯვებულია საქართველო და მისი მომავალი. მადლობა თქვენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები სხვადასხვა ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეუერთდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება