კახა კალაძე პრეზიდენტზე - „ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს - ქვეყანაში მშვიდობა გვექნება, რაც არ უნდა აგენტები და მოღალატეები შეიკრიბონ - ყველას მოუწევს პასუხისგება

სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები - ასეთ ადამიანს, „ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშს სახელწოდებით „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და პრეზიდენტის განცხადებას, რომ „საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია“.

ამასთან, აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ყველაფერი ფეხქვეშ გათელა, მათ შორის კანონები და კონსტიტუცია.

„როგორი გამარჯვებაც არის, სულ ასეთი გამარჯვებულები იყვნენ ქვეყნის მტრები, აგენტები და მოღალატეები. ყველას აქვს თავისი შეხედულება და უფლება გამოვიდეს, შეიკრიბოს. ადრე იყო შეზღუდული და ცდილობდნენ განსხვავებული მოსაზრება ჩაეხშოთ. დღეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაა. დემოკრატიულად ვითარდება ქვეყანა.

ამ ყველაფერს, ვერც ზურაბიშვილი და ვერც აღნიშნული მარშები ვერ შეაჩერებს, ქვეყანაში მშვიდობა გვექნება, რაც არ უნდა აგენტები და მოღალატეები შეიკრიბონ, ვისაც სურვილი აქვს, რომ მეორე ფრონტი გაიხსნას და ის მდგომარეობა გვქონდეს, რაც სამწუხაროდ, უკრაინაშია, ეს არ მოხდება.

ეს ადამიანი საერთოდ არ ცნობს კონსტიტუციას, ყველაფერი ფეხქვეშ გათელა კანონები და კონსტიტუცია. პირველი უნდა იცავდეს, თუმცა სახელმწიფოებრიობა არაფერს ნიშნავს, ასეთ ადამიანს, „ქაჯებს“ როგორც თვითონ იტყოდა, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს. ყველა რადიკალი, რომელიც წარმოდგენილია ამ ე.წ. ოპოზიციით, ვიცით რომ აგენტები არიან, გარე დავალებებს ასრულებენ. მოღალატეობრივ ქმედებებში არიან შემჩნეულები. ყველას მოუწევს პასუხისგება თავის ჩადენილ საქციელზე, რა მდგომარეობაში ჩააყენეს ქვეყანა 2008 წელს. სატელიტებთან ერთად ყველას გაეცემა პასუხი!“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია. ამასთან, მან ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მიმართა, რომ „საქართველო იქნება ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია